ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირება იწყება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კასპის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ  ხვითში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში  კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელი: ვაკე, ახალშენი, გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზადიაანთკარი, საკორინთლო და პანტიანი, სულ გაზიფიცირდება 463 კომლი.  სამუშაოებზე დაიხარჯება 700 000 ლარზე მეტი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლების გაზიფიცირებისთვის,  პირველ ეტაპზე გამოიყო 10 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება გორის, ქარელის, კასპის,ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 40 სოფელში,სულ გაზიფიცირდება 6 922 კომლი. 

სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.

გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.

პროექტის მეორე ეტპაზე დაგეგმილია გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მდებარე 18 სოფლის გაზიფიცირება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved