ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოში ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია  “Energo Windpower” LLC-ის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ იუსუფ ზია გოქსუმ  ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის  თანახმად  კომპანია  ფოთის,  ქუთაისის, ჭოროხის, საბუეთის გორის, კასპის, სამგორის, რუსთავის, ფარავანისა და ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე  შეისწავლის ქარის მონაცემებს და მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზს.

მემორანდუმის პირობებით, კომპანია  33 თვის განმავლობაში, აღნიშნულ 8 ტერიტორიაზე, შეისწავლის  ქარის მონაცემებს, დაასრულებს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებს, მოამზადებს  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანალიზს, რაზეც დახარჯავს 5-7 მლნ აშშ დოლარს.   

კვლევების დასრულების შემდეგ, პოზიტიური ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების  შემთხვევაში, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით “Energo Windpower” LLC უზურნველყოფს საქართველოს მაშტაბით   1450  მეგავატის სავარაუდო დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას, რომლის სავარაუდო საინვესტიციო  ჯამური ღირებულება ერთი მილიარდ 400 მილიონ აშშ დოლარია.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved