ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
“ხობიჰესი-2”-ის მშენებლობა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე- პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყალზე  „ხობიჰესი 2“-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრნენ.  პროექტს  შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს.

„ხობიჰესი-2“-ის დადგმული სიმძლავრე  55 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 260 მლნ.კვტ.სთ იქნება. მისი მშენებლობა 2017 წლის  შემოდგომაზე დასრულდება.  „ხობიჰესი-1“-ის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე   60 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 320 მლნ.კვტ.სთ. იქნება  2015 წლის სექტემბერში დაიწყება  და  მისი დასრულება 2018 წლის ბოლომდე იგეგმება.

ორივე ჰესის მშენებლობაზე დაგეგმილია  130 მილიონი ევროს  ინვესტიცია. მშენებლობის პროცესში დასაქმდება 150 ადამიანი, აქედან 60-70%  ადგილობრივი მუშახელი იქნება. ჰესების მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველწლიურად ქონების  გადასახადის სახით მიიღებს 3 მილიონამდე ლარს, რაც ჩხოროწყუს დღევანდელი ბიუჯეტის 60%-ზე მეტია.

„ხობიჰესი-2“ დღე-ღამური რეგულირების მქონე  ჰიდროელექტროსადგური იქნება და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი ადგილობრივ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.  

პროექტის ფარგლებში  გაკეთდება მისასვლელი გზები შურუბუმუს უნიკალურ კარსტულ მღვიმემდე, რომელიც სიდიდით ცნობილი პრომეთეს მღვიმის ტოლია და 15 კმ გზა ტბა ტობავარჩხილამდე. დღეს ტობავარჩხილზე მოხვედრას 3 დღე-ღამე სჭირდება, აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ტბამდე ასვლა  რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის ათვისებას.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved