ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გარდაბანში 500 მეგავატი სიმძავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი  წარმოადგენს, სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციების 100 % ფლობს საქართველოს მთავრობა.  საქართველოს მთავრობის მიერ ფონდს დავალებული აქვს განავითაროს 500 მეგავატი  სიმძლავრის გაზზე მომშავე ახალი თბოელექტროსადგური გარდაბანის ტერიტორიაზე. 
სადგური განთავსდება გაზის მომარაგების სისტემის მახლობლად ქალაქ გარდაბანში, რომელიც აშენდება ორ ფაზად თითოეული 250 მგვტ სიმძლავრით. 

ამ მიზნით,  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” აცხადებს ტენდერს ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მეგავატი სიმძლავტრის თბო ელექტრო სადგურისათვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.

წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ დაზუსტდება თესის შესაძლო გამომუშავება და  პროექტის განხორციელების განრიგი.

წინამდებარე მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხა (ს.მ.ნ.);

გ) ტექნიკური პირობები;

დ) შესყიდვის შესახებ ხელშეკერულების პროექტი (ხელშეკრულების ფორმა);

ე) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის ფორმები;

ვ) რეკვიზიტების ცხრილის ფორმა;

სატენდერო წინადადებები და საკვალიფიკაციო მონაცემები პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #2, იუსტიციის სახლი, მე-4 სართული სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ოფისი.


სატენდერო დოკუმენტაცია
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved