ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტრომ ჰესების მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის რეგიონში, მდ. ძირულაზე ასაშენებელი „ხუნევი ჰესი“-ს, ასევე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდ. ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 1“ , „ჯონოული 2“ და „ჯონოული 3“ ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

„ხუნევი ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 11.3 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 61.64 მლნ.კვტ/სთ, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 19,780,000 აშშ დოლარს შეადგენს.

„ჯონოული 1“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 1.1 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 5.1 მლნ.კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,640,000 აშშ დოლარს შეადგენს.

„ჯონოული 2“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 6.6 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 30 მლნ.კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 14,520,000 აშშ დოლარს შეადგენს.

„ჯონოული 3“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 13 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 65 მლნ.კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 26,000,000 აშშ დოლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი - ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების მიხედვით პროექტის განხორციელების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს. №2) 2014 წლის 4 ივლისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved