ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მაგისტრალური გაზსადენი „გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰეიკინი აღმოსავლეთ-დასავლეთის   რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში  მაგისტრალური გაზსადენი „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის გახსნას დაესწრნენ.

პროექტის მშენებლობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული  თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI  აწარმოებს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერები 2013 წლის ივლისში გამოაცხადა.

გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების დასრულება  2014 წლის ოქტომბრისათვისაა დაგეგმილი.
„გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 მლნ 900 ათასი  აშშ დოლარია.  აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი მონაკვეთის “გორი-ქარელის“  და  “ზესტაფონი-ქუთაისის“  მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა და მასალების ღირებულება 8 მლნ 600 ათასი აშშ დოლარს აჭარბებს.

პროექტი საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის 2010 წელს დახმარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის ხელშეწყობით ხორციელდება. USAID-მა ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700მმ-იანით ჩანაცვლდება.

”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” პირველი სამი ფაზის ფარგლებში უკვე განხორციელდა „სენაკი-ფოთის“ 30 კმ-იანი, ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იანი და ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობა.
USAID-ის მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას  მოახდინოს ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved