ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
შეხვედრა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (Trans Adriatic Pipeline) პროექტის კონსორციუმთან
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტის მონაწილე კომპანიებსა და აქციონერებს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  კონსორციუმი - „ტაპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და კომპანია „სტატოილის“ ვიცე-პრეზიდენტი კეტილ ტუნგლანდი, საქართველოში სოკარის წარმომადგენლობის დირექტორი მაირ მამედოვი,  აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ გუსეინი და კონსორციუმის წევრი კომპანიების სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა  ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტის განხორციელების და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კასპიის ზღვაში შაჰდენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში შაჰ-დენიზის კონსორციუმის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი წარმოადგენს აღნიშნული ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილს საბერძნეთიდანალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

ეს საქართველოში კონსორციუმის მაღალი რანგის პირველი ვიზიტია.  „TAP-“ის  აქციონერები ქვეყანას 2დღიანი სამუშაო ვიზიტით 22-23 აპრილს ესტუმრნენ.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved