ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
დაბა სურამის გაზიფიცირება დასრულდა
ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის რაიონის დაბა სურამში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

კომპანიამ „სოკარ ჯორჯია გაზი“ დაბა სურამში 14,5 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა. რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 980 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

ხაშურის რაიონში დღეისათვის დასრულებულია 172 კმ. სიგრძის გაზის ქსელის მშენებლობა და გაზიფიცირებულია 8341 ოჯახი.

სულ შიდა ქართლში აშენებულია 258 კილომეტრის სიგრძის ახალი გაზსადენი. გაზიფიცირებულია 11109 აბონენტი.  დღეისათვის ხაშურში ბუნებრივ აირს მოიხმარს 10680 აბონენტი, მათ შორის 2200 - სპეციალური სოციალური პროგრამით, რომლითაც აბონენტი ეტაპობრივად იხდის გაზის ქსელში მიერთების საფასურს 25 ლარის ოდენობით.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved