ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
"მტკვარი ჰესი" და ცხენისწყალზე ჰესების კასკადი "თანაინვესტირების ფონდის" დაფინანსებით აშენდება
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა ტურიზმის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში დამტკიცებული საინვესტიციო პროექტები წარადგინა.  

"თანაინვესტირების ფონდის" დაფინანსებით, საქართველოში ორი ახალი ჰესი აშენდება. ენერგეტიკის სფეროში წარმოდგენილი პროექტების მიხედვით , გათვალისწინებულია "მტკვარი ჰესისა" და ჰესების კასკადის მშენებლობა მდინარე ცხენისწყალზე. 
პროექტი "მტკვარი ჰესი" სამხრეთ საქართველოში, ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე განხორციელდება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53,3 მგვტ-ი იქნება. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 255,2 გეგავატი. სთ. 
როგორც ფონდში აცხადებენ, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
"ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომნიკური შესწავლის პროცესი და მიმდინარეობს შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება", - განმარტავენ ფონდში.

რაც შეეხება პროექტს "ჰესების კასკადი მდიანრე ცხენისწყალზე", ის ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, ლენტეხისა და ცაგერის რაიონში, მდინარე ცხენისწყალზე განხორციელდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება 1,755 გეგავატ სთ-ს გაუტოლდება. 
ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 679 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. 
"დღეისთვის ჩატარებულია პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა საქართველოს ენერგეტიკის განითარების ფონდის მიერ", - განმარტავენ "თანაინვესტირების ფონდში".
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved