ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ჰესები აშენდება
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „დოლრა 3“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის კონკურსში თურქულმა კომპანია Ahlatchi Enerji Sanayi ve Ticaret Ltd. Sti-მა გაიმარჯვა. 

„დოლრაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 124 მლნ.კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 41,4 მილიონ დოლარს შეადგენს. ახალი ჰესი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნებართვის აღებიდან სამ წელიწადში ამოქმედდება.
კონკურსის კიდევ ერთ მონაწილეს, „სვანეთი ჰიდროს“, მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 ათასი დოლარის საბანკო გარანტია უკან დაუბრუნდება. 

2. რაჭა-ლეჩხუმში „ალპანა“ და „სადმელი“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე გამოცხადებულ ინტერესთა კონკურსში თურქულმა კომპანია Calik Enerji Sanayi”-მ გაიმარჯვა. აღნიშნული კომპანია საქართველოში კიდევ ერთ ობიექტს, გარდაბნის თბოელექტროსადგურს აშენებს. 

ენერგეტიკის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, ”ალპანას” დადგმული სიმძლავრე 70,6 მგვატი, ხოლო ”სადმელის” კი - 153 მგვატი, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 994.4 მილიონი კვ/საათი უნდა იყოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 485 მილიონი დოლარია. 
ესკო-ზე გასაყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალური ფასი კვ/საათზე - 5,5 ცენტი დასახელდა, ხოლო მშენებლობის ვადა - 40 თვე. 


3. ზემო სვანეთში „მესტიაჭალა 2“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე გამოცხადებულ ინტერესთა კონკურსში კომპანია „სვანეთი ჰიდრომ“ გაიმარჯვა. 

ენერგეტიკის სამინისტროს წაყენებული პირობების მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 27 მგვატი უნდა იყოს, სავარაუდო წლიური გამომუშავებული - 115 მილიონი კვ/საათი. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობად 39 მილიონ 200 ათასი დოლარი დასახელდა. 
ჰესის მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. 


4. ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა, რადოსლავ დუდოლენსკიმ,  სვანეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს. 
კომპანია ვალდებულებას იღებს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე - კასლეთსა და დარჩი-ორმელეთზე - სამი ჰიდროელექტროსადგური ააშენოს. 

„კასლეთი ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 45,8 მლნ კვტ.საათს შეადგენს. ჰესის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2017 წლის დეკემბერში შევა.

„კასლეთი ჰესი 1“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტ-ით, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 46,4 მლნ კვტ.საათით განისაზღვრება. ობიექტის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყება და 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. 

რაც შეეხება „დარჩი ჰესს“, მისი სიმძლავრე 16,9 მგვტს შეადგენს, წლიური გამომუშავება კი - 93,6 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2018 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2020 წლის დეკემბერში შევა.
კომპანიამ სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა, 
პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 45 მილიონი დოლარით განისაზღვრა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მიერ ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად შიდა ბაზარს მოხმარდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved