ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია “Skynest Hydro AS”-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია “Skynest Hydro AS”-ის    დამფუძნებელმა  ოლეგ ოსტინოვსკიმ  ურთიერთგაგების მემოარანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის მიერ  დამატებით 100-მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ენერგოპროექტების განხორციელებას. კომპანია მიზნათ ისახავს აწარმოოს  კვლევები ახალი ენერგოპროექტების მოძიების მიზნით. სამინისტრო თავის მხრივ გამოხატავს მზადყოფნას განიხილოს  შემოთავაზებული წინადადებები  და    ხელი შეუწყოს კომპანიას აღნიშნული პროექტების განსახორციებლად საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 

“Skynest Hydro AS”-ის    შვილობილი კომპანია „Hydro Development”-ი, საქართველოში უკვე ახორციელებს 5 მგვტ დადგმული სიმძლავრის  კინტრიშის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved