ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ზაფხულის თვეებში „ენგურჰესი“ თურქეთში ექსპორტს განახორცილებს
ენგურის ჰიდროელექტროსადგური (შპს „ენგურჰესი“) ზაფხულის თვეებში თურქეთის მიმართულებით ექსპორტს განახორცილებს.

„ენგურჰესმა“ შესაბამისი ხელშეკრულება თურქულ კომპანია „აქსასთან“ გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ივნის-აგვისტოში თურქეთში ექსპორტზე 200 მლნ კვტ.საათის ოდენობის ელექტროენერგია გავა. 1 კვტ.საათის ღირებულება 7,5 აშშ ცენტია.

წყალუხვობის გამო, მიმდინარე წლის ზაფხულში  „ენგურჰესზე“ ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავებაა დაგეგმილი. შიდა ბაზრის 100%-ით ათვისების გარდა, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთში გაიყიდება.

დღესვე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია „აქსასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლიც ენერგოსექტორში ახალი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved