ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „ჰიდროლეას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველმა პარტნიორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით ხელშეკრულება გააფორმეს.

ხელშეკრულებით კომპანია ვალდებულებას იღებს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეებზე - კასლეთი და  დარჩი-ორმელეთი სამი ჰიდროელექტროსადგური ააშენოს. 

კერძოდ, „კასლეთი ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება  -  45,8 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2017 წლის დეკემბერში შევა.

„კასლეთი ჰესი 1“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება  -  46,4 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.

„დარჩი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 16,9 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება  -  93,6 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2018 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2020 წლის დეკემბერში შევა.

კომპანიამ სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაასრულა.
პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მიერ ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად საშინაო ბაზარს მოხმარდება.

დღეისათვის, კომპანია „ჰიდროლეა“ ახმეტის რაიონში 9,2 მგვტ სიმძლავრის „ახმეტაჰესის“ მშენებლობას ახორციელებს. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, ჰესის მშენებლობა 2013 წლის ივლისის თვეში დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე თვის ბოლოს გაუშვებს.

გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს „ფშაველაჰესისა“ (1,9 მგვტ) და „დებედაჰესის“ (2,5 მგვტ) მშენებლობისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.

კომპანია „ჰიდროლეას“ მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved