ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
"ექსპო ჯორჯიაში" ინფრასტრუქტურის გამოფენა და ახალი ენერგიის საინვესტიციო სამიტი გაიმართება
6-7 თებერვალს, გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-3 პავილიონში ტარდება ქალაქის ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარებისა და კომუნალური მომსახურების პირველი საერთაშორისო გამოფენა. ასვეე გამოფენის პარალელურად ტარდება “სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურისა და ახალი ენერგიის საინვესტიციო სამიტი” 


გამოფენის ორგანიზატორი: გამოფენების ცენტრი `ექსპო ჯორჯია” 
სამიტის ორგანიზატორი: Convention Ventures – Euroconvention Global  - ბელგია
მხარდამჭერები: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
                                საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ოფიციალური პირები: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახა კალაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი დავით ნარმანია

გამოფენაში მონაწილეობას იღებს ქართველი და უცხოური კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: უკრაინა, სომხეთი, გერმანია, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი, საბერძნეთი.
აღსანიშნავია რომ წელს პირველად ტარდება მსგავსი გამოფენა და სამიტი, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელვანია ინფრასტრუქტურის განვითარება და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებები: 
წყლისა და დაბინძურებული წყლის მართვა                   • ქალაქის ინფრასტრუქტურა
ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება                        • უსაფრთხოება და კატასტროფის მართვა 
დასუფთავების ტექნოლოგიები და დაცვა                      • ტრანსპორტი და საგზაო მოძრაობა
გამონაბოლქვის კონტროლი და გარემოს დაცვა              • მშენებლობა და სამშენებლო ტექნოლოგიები

გამოფენის მიზანია მისცეს საშუალება ახალ კომპანიებს შეისწავონ ადგილობრივი ბაზარი, დაამყარონ საქმიანი ურთიერობა სახელმწიფო და კერძო სექტორთან. გამოფენაში მონაწილე კომპანიების უმეტესობა პირველად არის საქართველოში, ისინი ეძებენ ადგილობრივ პარტნიორებს და სურთ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქციის შესახებ.

სამიტის პროგრამა:  
ურბანული გარემო და ძირითადი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის მოდერნიზაცია
პროექტის დაფინანსება და საკონსულტაციო მომსახურება
განახლებად ენერგიაში საინვესტიციო შესაძლებლობები
განახლებადი ენერგიის ბაზრის გაფართოვება და სასაზღვრო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა
წყლის რესურსების განახლება, ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება, დასუფთავების ტექნოლოგიები და დაცვა 

სამიტს დაესწრება 200-მდე დელეგატი, მათ შორის იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები, მსხვილი ქართული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სამიტის მიზანია კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პრიორიტეტებზე, ახალ პროექტებსა და შესაძლებლობებზე.

სამიტს გახსნიან და სიტყვით გამოვლენ:  ბატონი კახა კალაძე და ბატონი დავით ნარმანია
გამოფენის ოფიციალური გახსნა:  6 თებერვალი , 2014 წ  - 09:30 სთ.
გამოფენის სამუშაო საათები:               6-7 თებერვალი , 2014 წ - 09:00 - 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ:

პროექტის მენეჯერი: მაკა კაკულია
პროექტის მენეჯერის ასისტენტები: მარიამ ჩახავა, ელენე კახიძე, სალომე ჩხეიძე
ელ.ფოსტა: kakulia@expogeorgia.ge ; 577 728001  

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: სალომე მაჭავარიანი
ელ.ფოსტა: machavariani@expogeorgia.ge; 577 570084
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved