ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
"ხუდონჰესის" საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სვანეთში, "ხუდონჰესის" მშენებლობის ტერიტორიაზე მიმდინარე აზომვით და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან გამართა.

შეგახსენებთ რომ, წინა ხელისუფლების დროს ხაიშის მოსახლეობისთვის  ჩამორთმეული მიწების რეგისტრაციის მიზნით ხუდონ-ჰესის ინვესტორმა კომპანიამ მთავრობის რეკომენდაციით დაიქირავა საერთაშორისო კომპანია „რე ფლანი“. დღეის მდგომარეობით ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილმა პრობლემები შეუქმნა სამუშაოების ჩატარების დაწყებას და პროტესტი გამოხატა.
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, აზომვითი სამუშაოები დროებით შეჩერდა.

მიმდინარე პროცესების პარალელურად მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა და სვანეთის წარმომადგენელმა, მთავრობის წევრმა, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა ბატონ სოზარ სუბარმა ადგილობრივების თხოვნით განახორციელეს შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან.

იმისთვის რომ თავიდან აცილებული იყოს ექსცესები და ზოგადად სიტუაციის შემდგომი გართულება, სვანეთის წარმომადგენლების განცხადებით საჭიროა დრო, რათა ჩამოყალიბდეს რამდენიმეკაციანი ჯგუფი , რომელიც ადგილობრივების სახელით იკონტაქტებს ინვესტორთან.
თავის მხრივ ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ჯგუფის ინვესტორთან კომუნიკაციას, და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესების რაც შეიძლება სწრაფად და კანონის ფარგლებში წარმართვას.

დღევანდელი შეხვედრის მონაწილე მხარეები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივ მოსახლეობას შეახსენებენ, რომ ეს პროქტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენა, ამ პროექტის განხორციელება წაადგება თითოეული მოქალაქის კეთილღეობას და მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას იყვნენ კონსტრუქციულები და მიიღონ ქმედითი მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved