ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება, სუფთა ენერგიის პროგრამა” - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი  და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამას USAID-ის ქვეპროგრამა "ვინროკ ინთერნეიშენალ ჯორჯია" ახორციელებს.

პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ინსტიტუციონალიზაციასა და კლიმატური ცვლილების ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა განხორციელებაში, ასევე კერძო სექტორის ინვესტირების წახალისება და ენერგოეფექტურ ღონისძიებებსა და მწვანე შენობებში ხელშეწყობა, ასევე საქართველოს მთავრობის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნული დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელების საკითხში.

შეგახსენებთ, რომ „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის” (დეგს) ცნება 2009 წელს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დამკვიდრდა, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენციაზე მიღებული „კოპენჰაგენის შეთანხმებით“, რომლის თანახმადაც „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია“ მდგრადი განვითარების განუყოფელ წინაპირობას წარმოადგენს. „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია“ არის დოკუმენტი, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს ქვეყნის კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს, ქმედებებს, პროგრამებსა და განხორციელების გეგმებს, კლიმატის ცვლილების პრობლემასთან მიმართებაში. დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს, კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს, დააკმაყოფილოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნები (გარემოს დაცვის ნაწილში).
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved