ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინტროსა და მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
      
მემორანდუმი ენერგეტიკის სამინისტროსათვის სხვადასხვა საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციების გაწევას გულისხმობს.  კერძოდ, აკადემია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების დამუშავებასა და განხილვის პროცესებში,  განახორციელებს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ მონიტორინგს პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე. მონაწილეობას მიიღებს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვებში და სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით დაინტერესებული საზოგადოების პროფესიულ ინფორმირებაში.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved