ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო
საპარტნიორო ფონდი, შვილობილ კომპანია - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ ერთად გარდაბანში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. 

მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში დღეს, 17 იანვარს, მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე, მთავრობის სხვა წევრებმა, პარლამენტარებმა, თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის  და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში  2015 წლის ბოლოდან შევა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით და  ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. დამატებით,  ქვეყნის  ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის  წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიური  იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. 

მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი და მათი უდიდესი ნაწილი საქართელოს მოქალაქეები იქნებიან.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.

http://www.youtube.com/watch?v=6Pe7kKHEy8E
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved