ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის მინისტრმა „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეხვედრა გამართა
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ელექტროგამანაწილებელ ქსელში არსებულ პრობლემებზე კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები და სემეკის თავმჯომარე ირინა მილორავა დაესწრო.

 "დღეს ჩვენი ინიციატივით იმართება ეს შეხვედრა. დიდთოვლობის გამო ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული გათიშვები გვქონდა აჭარის რეგიონში და არ მოგვეცა საშუალება, შევხვედროდით და გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც ქსელში არსებობს. ზაფხულში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების ხელმძღვანელებს შევხვდით და ქსელში არსებული პრობლემების შესახებ ყველა გამგებელი საუბრობდა და თქვენგან ითხოვდნენ დახმარებას. ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა, თუ წინა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა და არ აკეთებდა შენიშვნებს, მე და ჩემი გუნდი ასე არ მოვიქცევი.

ძალიან სერიოზული პრობლემებია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროგამანაწილებელ ქსელში, უკმაყოფილო ვართ ენერგეტიკის სამინისტრო და ქვეყნის მოსახლეობა და ამ ყველა პრობლემას ჭირდება გადაჭრა.

ასევე მინდა გამოვეხმაურო, გუშინ ოზურგეთის რაიონში მომხდარ ფაქტს, როდესაც უცებ მივარდილმა ძლიერმა ძაბვამ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუწვა. კომპანიის არცერთი ხელმძღვანელი, გარდა პიარის ერთ-ერთი თანამშომლისა, არ გამოვიდა და მოსახლეობას არ აუხსნა, რა მოხდა და რითი შეძლებდა კომპანია მათ დახმარებას. მე ვავალებ ჩემს მოადგილეებს, რომ უახლოეს პერიოდში მოიძიონ ინფორმაცია, თითოეული ოჯახის შესახებ  და კომპანიას აანაზღაურებინონ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი, თუ შეკეთებას დაექვემდებარება, შეუკეთონ დაზარალებულ ოჯახებს ტექნიკა და თუ არადა, ახალი შეუძინონ.  

ასევე, დავალებას ვაძლევ კომპანიას და სემეკს, წარმოადგინონ გეგმა ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება ქვეყანაში ქსელის გაუმჯობესების კუთხით. კომპანია ვალდებულია, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


https://www.youtube.com/watch?v=WK7DpGwbBZc#t=0
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved