ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და "სოკარს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
ენერგეტიკის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარი“ პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა  მოაწერეს.

მემორანდუმი საქართველოს რეგიონებში გაზიფიცირების პროგრამის გაგრძელებას ითვალისწინებს. კერძოდ, კომპანია „სოკარი“ გაზრდილი საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, 2017 წლამდე დამატებით 100 ათასი ოჯახის გაზიფიცირებას განახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს.

"ის ვალდებულება, რომელიც კომპანიას ჰქონდა 2011 წლამდე, და რომელიც 150 ათასი აბონენტის გაზიფიცირებას გულისხმობდა, უკვე შესრულებულია. ჩვენი თხოვნით, მიმდინარე წელსაც "სოკარმა" დაახლოებით 33 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა. ახალი მემორანდუმი კი, საშუალებას გვაძლევს 100 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდეს. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო კომპანიის საშუალებითაც ვახორციელებთ სამუშაოებს და ამ კომპანიის საშუალებით ცალკე 150 ათასი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული", - განაცხადა კახა კალაძემ. 
მინისტრის განმარტებით, უკვე შემუშავებულია 2014 წლის გეგმა, ხოლო დანარჩენი წლების გეგმის დამუშავება ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თითოეულ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო კონსულტაციის ფარგლებში მოხდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved