ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
აზერბაიჯანში ბენზინი, დიზელი და ბუნებრივი აირი გაძვირდა
აზერბაიჯანის სატარიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის დეკემბრიდან საცალო ფასი მეზობელ ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე, ასევე საბითუმო ფასი ნავთობპროდუქტების გარკვეულ სახეობებზე, საშუალოდ, 0,2 მანათით, ანუ 45 თეთრით გაიზარდა.

შესაბამისად, ერთი ლიტრი Aİ-95 ტიპის ბენზინი 0,6 მანათიდან 0,8 მანათამდე (1,7 ლარამდე) გაძვირდა, Aİ-92 და Aİ-80 -ის კი - 0,55 მანათიდან - 0,7 მანათამდე (1.5 ლარამდე). 

რაც შეეხება დიზელის ღირებულებას, მისმა ფასმა 0,6 მანათი (1,3 ლარი) შეადგინა, ნაცვლად 0,45 მანათისა.

სატარიფო საბჭომ აგრეთვე გადაწყვიტა, ბუნებრივი აირი გაძვირებული ფასებით მიაწოდოს ელექტროენერგიის, ალუმინის, ქიმიური პროდუქციისა და ფოლადის მწარმოებელ კომპანიებს. რაც შეეხება ტარიფებს, მან ათას კუბურ მეტრზე 42 მანათიდან - 80 მანათამდე (173 ლარამდე) მოიმატა.

ორი კვირის წინ "აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტმა, დავიდ მამედოვმა განაცხადა, რომ ”ბენზინის მოხმარება ქვეყანაში წელს შარშანდელთან შედარებით 10,2%-ით გაიზარდა. შექმნილი დეფიციტის გამო კომპანიას ბენზინის ექსპორტის შეჩერებამ მოუწია".

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბენზინისა და დიზელის სიდიდით მეორე ექსპორტიორია. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, წელს 10 თვის განმავლობაში მეზობელი ქვეყნიდან 173,7 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 26%-ია.



მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved