ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
EBRD - ის დახმარებით ენგურის კაშხლის რეაბილიტაცია განხორციელდა

ენგურის კაშხალი მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა.

1.1 მილიარდ კუბურ მეტრ წყალს აკავებს უზარმაზარი რკინა-ბეტონის თაღოვანი კაშხალი, რომლის სიმაღლე 271.5 მეტრია. ენგურის კაშხალი არის ერთერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში.

დღესდღეობით, ენგურჰესი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის თითქმის 40%-ს აკმაყოფილებს ელექტროენერგიით . ეს ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს გაყიდოს ელ.ენერგია თურქეთსა და რუსეთში და მიიღოს მონაწილეობა კიოტოს პროტოკოლის სუფთა განვითარების მექანიზმში.

საიმედო ელექტრომომარაგებისა და კაშხლის უსაფრთხოებისთვის, ცოტა ხნის წინ მოხდა კაშხლის რეაბილიტაცია. წლების განმავლობაში ეს სირთულეს წარმოადგენდა, როგორც იქ მომუშავე 550 ადამიანისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის, რადგან ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდებოდა.


ევროპის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკი 1998 წლიდან მხარს  უჭერს  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას. ინვესტიციამ ჯამში 58 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც გამოყენებული იქნა ხუთივე აგრეგატის გადასაიარაღებლად.

რეაბილიტაციის დროს, ასევე მოხდა კაშხლის ტანში მოთავსებული, დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძის გვირაბების სრული რემონტი.

ამჟამად ყველა მოწყობილობა მუშაობს სტანდარტული წესების შესაბამისად.

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, დღეს ენგურჰესი მუშაობს საპროექტო დადგმული სიმძლავრით და გამომუშავებით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ “ენგურჰესის” რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპიც დასრულებულია.

ენგურჰესის მეხუთე აგრეგატს ორწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჩაუტარდა ტესტირება (ჩართვა დატვირთულად, ბრუნვა სხვადასხვა სიჩქარის რეჟიმში, ავარიული გაჩერების სისტემის გამოცდა და ა.შ.) და შეყვანილ იქნა მუშაობაში. ამით ენგურჰესის რეაბილიტაციის ათწლიანი პროგრამა დასრულებულია.

ცნობისთვის, ენგურჰესის რეაბილიტაცია დაგეგმილ იქნა ორ ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელდა №2, №3, და №4 ჰიდროაგრეგატებისა და სხვა დამხმარე კვანძების რეაბილიტაცია 2004-2009 წლებში. 

მეორე ფაზის ფარგლებში - №1 და №5 ჰიდროაგრეგატების, ჰიდროტურბინების და სხვა დამხმარე კვანძების რეკონსტრუქცია-გადაიარაღება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა გერმანულმა კონცერნმა “Voith HYDRO”.

უკვე, რეაბილიტაციის შემდეგ ენგურჰესს შეუძლია იმუშაოს საპროექტო დადგმული სიმძლავრით, რომელიც 1300 მგვტ-ია.


http://www.youtube.com/embed/fxkOczHyROo

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved