ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
იაპონელებმა მთვარეზე მზის პანელების განთავსების წინადადება წამოაყენეს
მზის ბატარეის ეფექტიანობა მთვარეზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დედამიწაზე იმის ხარჯზე, რომ დედამიწის თანამგზავრის ატმოსფერო ძალიან გამჭვირვალეა.

იაპონური სამშენებლო კომპანია  Shimizu Corp აყენებს წინადადებას მთვარის ეკვატორის ირგვლივ შექმნან მზის პანელების სარტყელი, რომელსაც შეეძლება რამდენიმე კონტინენტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.

გეგმის მიხედვით, ელექტროენერგია „სარტყელიდან“ დედამიწაზე გადმოეცემა სპეციალური მიკროტალღური, ან ლაზერული გადამცემით. ასეთ მთვარის ელექტროსადგურს თეორიულად შეუძლია ყოველწლიურად 13 ათას ტერავატზე მეტი ენერგია გამოიმუშაოს.მზის პანელების სარტყელი ელექტროენერგიით მთელი კონტინენტების კვებასაც კი შეძლებდა. მზის ბატარეის ეფექტიანობა მთვარეზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო მაღალია, ვიდრე დედამიწაზე იმის ხარჯზე, რომ დედამიწის თანამგზავრის ატმოსფერო ძალიან გამჭვირვალეა.

გარდა ამისა, სინათლეს არანაირი წინაღობა არ ხვდება - მთვარეზე ცა სუფთა და უღრუბლოა.

მიუხედავად ამ პროექტის დიდი ამბიციურობისა, მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს მისი რეალიზების ძალიან მაღალი ღირებულება.

საჭირო რაოდენობის მზის პანელების დასაყენებლად, აუცილებელი იქნება მთვარეზე რამდენიმე კოსმოსური ექსპედიციის მოწყობა.

თუმცა, კომპანია Shimizu Corp აპირებს გააგრძელოს „მთვარის სარტყელზე“ მუშაობა და დედამიწის თანამგზავრზე მშენებლობის დაწყების წინასწარი თარიღიც კი დააანონსა - 2035 წელი.



მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved