ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველო ქარის ენერგეტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს
საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს ქარის ენერგიის გენერაციაში და გეგმავს მის განვითარებას 20 მგვტ-მდე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, პარლამენტში განაცხადა, რომ პროექტისთვის ადგილი შერჩეულია, დამონტაჟებულია ანძა და სპეციალური ინსტრუმენტებია დაყენებული, რომელიც ქარის სიმძლავრესთან დაკავშირებით ზუსტ მონაცემებს გასცემს.

მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი წლის ბოლოს დაიწყება. სამინისტროს გეგმებში შედის, ადგილზე ქარის ენერგის გენერაციის გაზრდა, 150 მგვტ-მდე. თუმცა, შემდგომი ნებისმიერი გაფართოება უნდა განხორციელდეს კერძო სექტორის მიერ.

რამდენიმე მწარმოებელმა უკვე დაათვალიერა შერჩეული ტერიტორია, რომელიც თბილისიდან 60 კილომეტრის მანძილზეა. სამინისტროს თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტურბინების მოწოდებაზე.

საქართველო 75%-ით არის დამოკიდებული უცხოურ ენერგომატარებლებზე, განსაკუთრებით რუსეთზე და აზერბაიჯანზე. კალაძის თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაეხმარება, რომ არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ენერგიებზე . 
„ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა და რესურსი, რომ გავხდეთ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები უახლოეს მომავალში  და ეს რესურსი გამოყენებული იქნება"  -  განაცხადა კალაძემ.

პროექტის მხარდასაჭერად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი, კონსულტაციას გაუწევენ საქართველოს მთავრობას, თუ როგორ განვითარდეს პროექტი, როგორ გახდეს კომერციულად სიცოხლისუნარიანი, რათა შემდგომში მოხდეს პროექტის  პრივატიზაცია.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების მხრივ, ტერიტორია მომზადებულია მშენებლობის დასაწყებად. სამინისტროს განცხადებით, ქსელი მზად არის დამატებითი ენერგიის მისაღებად.


სტატიის სრული ვერსია: http://www.windpowermonthly.com/article/1223048/georgia-makes-first-move-wind-power
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved