ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი 10 დეკემბრისთვის გაიხსნება
„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი 10 დეკემბრისთვის გაიხსნება.
 
500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და მისი დასრულება 2012 წლის მაისისთვის იგეგმებოდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილის აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ტესტირების რეჟიმში იმყოფებოდა, რის გამოც სამუშაოების დაგეგმილ დროს დასრულება ვერ მოხერხდა.  
 
ქართული მხარის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზი იძლევა თურქეთის ელექტროგადამცემ სისტემასთან ტექნიკური ბარეიერების გარეშე დაკავშირების და 1000 მეგავატ ელექტროენერგიის გაცვლის საშუალებას.  პროექტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განახორციელა და მისი საინვესტიციო ღირებულება 250 მილიონი ევროა.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved