ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახი კალაძემ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

ენერგეტიკის მინისტრმა ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების პირველი საერთაშორისო გამოფენა "elkomkavkasus 2013" დაათვალიერა.

როგორც კახი კალაძემ აღნიშნა, გამოფენა ენერგეტიკის განვითარებას ეძღვნება. 

"გამოფენაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართული, არამედ რეგიონში მომუშავე კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების სურვილი აქვთ. წარმოდგენილია ახალი ტექნოლოგიები, რაც მისასალმებელია. ყველა კომპანიას აქვს საშუალება, შეხვდეს მთავრობის წევრებსა და სექტორში მომუშავე არასამთავრობოებს. ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია", - აღნიშნა კალაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ენერგეტიკის ინდუსტრია, მართვის ავტომატური სისტემები, ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია და ა.შ.

საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა დღეს გაიხსნა და 14 ნოემბერს დაიხურება.

წყარო: http://interpressnews.ge/ge/sazogadoeba/259489-kakhi-kaladzem-sainformacio-teqnologiebisa-da-telekomunikaciebis-saerthashoriso-gamofena-daathvaliera.html

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved