ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის აშენებაზე სვანების დათანხმება შესაძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის აშენებაზე სვანების დათანხმება შესაძლებელია. ამის შესახებ დეპუტატმა "რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.

"ჩემს ჯიშს კარგად ვიცნობ. სვანებმა იმაზე კი არ დაიფიცეს რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან. დაიფიცეს იმაზე, რომ მათი ინტერესები დაიცვან. ხუდონი ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. იქ მაცხოვრებლებმა უნდა გაიგონ, რომ მის აშენებას სტრატეგიული მნიშვვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის. მაშინ შეიძლება მოხდეს აზრთა თანხვედრა. ისინი იცავენ თავის ადგილის დედას, საფლავებს, ისტორიას და მიწა-წყალს. თუ დაგვარწმუნებენ, რომ მართლა აუცილებელია სახელმწიფოსთვის ამ ჰესის აშენება, მისაღები იქნება", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

წყარო: http://newposts.ge/?l=G&id=22900

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved