ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ხუდონჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია გარემოზე ზემოქმედების ახალ ანაგარიშს თვის ბოლოს წარადგენს

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ტრანსელექტიკა“ გარემოზე ზემოქმედების ანაგარიშის ახალ ვარიანტს გარემოს დაცვის სამინისტროში თვის ბოლოს წარადგენს. როგორც “ტრანსელექტრიკას” წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, საჯარო განხილვების პერიოდში პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან დაფიქსირდა.

დავით მირცხულავას თქმით, ამ საკითხებზე კომპანია მუშაობს და შეფასების ახალ რედაქციას, სადაც შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, რამდენიმე კვირაში წარადგენს. ხუდონჰესი სიდიდით მეორე ჰესი უნდა იყოს საქართველოში და პროექტში მილიარდ 200 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, თუმცა სვანეთის მოსახლეობა და არასამთავრობოების ნაწილი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. 


წყარო: http://commersant.ge/?page=news&id=4145

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved