ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა

გამოფენების ცენტრი "ექსპო ჯორჯია" გეპატიჟებათ ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენაზე.

გამოფენა ჩატარდება გამოფენების ცენტრში, მე-11 პავილიონში, 12-14 ნოემბერს.
გამოფენის სამუშაო საათებია:
12-13 ნოემბერს 11:00-18:30

14 ნოემბერს 11:00-17:00

ეს გამოფენა არის ადგილი, სადაც ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და მთავრობის წარმომადგენლებს გაუზიარონ ინფორმაცია, იდეები და დაამყარონ კონტაქტები.

გამოფენის ფარგლებში განხილული თემები და გამოფენილი პროდუქტი:
- ენერგეტიკის ინდუსტრია
- აპარატურა ელექტრონული ხაზებისათვის
- მართვის ავტომატური სისტემები
- მოწყობილობათა კონტროლის სისტემები
- პროგრამული უზრუნველყოფა
- ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია
- ენერგიის მართვა

- კვების ობიექტისა და გარემოს უსაფრთხოება

გამოფენასთან ერთად 13 ნოემბერს ასევე გაიმართება კონფერენცია თემაზე „Energy For Sustainability”:
11 სპიკერი განიხილავს შემდეგ თემებს:
- საქართველოს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია
- განახლებადი ენერგია
- ენერგო ეფექტურობა

- ენერგეტიკული წყაროები

კონფერენციაზე დასწრებისათვის აუცილებელია დარეგისტრირება,
მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ წინასწარ
გამოფენის მიზანია მონაწილეთათვის:

- ახალი ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და სერვისების ჩვენება

- ახალი მომწოდებლებისა და კლიენტების მოძიება
- მონაწილეობის შესაძლებლობა მომავალ პროექტებში
- ინფორმაციისა და იდეების გაცვლის ადგილი
- მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობების დამყარების
შესაძლებლობა

გამოფენაზე დასწრების ფასი: 5 ლარი

წყარო: hhttp://facebook.com/events/679322198753371/

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved