ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ხდის ჰესის გზშ ანგარიშზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გაიცა
ხდის ხეობაში მდინარე ბროლისწყალზე დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის "ყაზბეგი ჰესის" მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა.

"ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში პასუხობდა ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მოთხოვნებს. მასში განხილული და ასახული იყო ის საკითხები, რომლებიც აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, წარმოდგენილი იყო მდინარის ჰიდროლოგიური კვლევისა და ბიომრავალფეროვნების შესწავლის მასალები", - აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც სამინისტროს დარგობრივი სამსახურების სპეციალისტები, ასევე ექსპერტთა რეესტრში რეგისტრირებული დამოუკიდებელი ექსპერტები.

 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამინისტრო საქმიანობის განმახორციელებელს დამატებით ვალდებულებებს უწესებს. მათ შორისაა წყლის ხარჯის მუდმივი მონიტორინგის წარმოება და შედეგების ყოველთვიურად სამინისტროში წარდგენა. ასევე იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ წყლის არსებული ხარჯი ვერ უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, სამინისტრო მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით განუსაზღვრავს შპს ,,ყაზბეგი ჰესს“ წყლის ხარჯის მდინარე ბროლისწყალში იმ რაოდენობით დატოვებას, რაც საჭირო იქნება არსებული ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესანარჩუნებლად. დამატებით ვალდებულებად განისაზღრა ასევე საპროექტო დერეფნის კომპლექსური აღდგენის გეგმის წარდგენა, რომელშც გათვალისწინებული იქნება ბიომრავალფეროვნების მუდმივი მონიტორინგი.

ეს უკვე მეორე ანგარიშია, რომელიც კომპანიამ სამინისტროს წარუდგინა. პირველ გზშ ანგარიშზე მარტში სამინისტრომ უარყოფითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა. მშენებლობის ნებართვა კომპანიამ ახლა უკვე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისგან უნდა აიღოს.

წყარო: http://liberali.ge/ge/liberali/news/116858/

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved