ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძემ ახალსოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა
ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ახალსოფელის მიმართულებით 21,5 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს აშენებს.

დღეისათვის სამუშაოების 70% შესრულებულია. გაზსადენის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ამასთან, მიმდინარეობს სოფლის სრული დაქსელვა, რაც ამ სოფელში მცხოვრებ 550-მდე პოტენციურ აბონენტს ზამთრის სეზონის დადგომამდე გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდს.


წყარო: http://interpressnews.ge/ge/politika/258532-kakhi-kaladze-pirvelad-mesmis-rom-chemi-kandidatura-shs-ministris-postze-ganikhileba.html

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved