ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ტაშისკარისა და ქვიშხეთის გაზიფიცირება დასრულდა
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის რაიონის სოფელ ტაშისკარში ახლად აშენებული გაზსადენი გახსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა და "სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი და ერთ-ერთ ოჯახში გაზქურა აანთეს. 

კომპანიამ "სოკარ ჯორჯია გაზი" სოფელ ტაშისკარისა და სოფელ ქვიშხეთის მიმართულებით, 37,5 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა. ასევე, განხორციელდა სოფლების სრული დაქსელვა, რის შედეგადაც ორივე სოფელში მცხოვრებ 1460-მდე პოტენციურ აბონენტს ზამთრის სეზონის დადგომამდე გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.

კომპანიამ სამუშაოები ორ ეტაპად განახორციელა. ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.


წყარო: http://interpressnews.ge/ge/sazogadoeba/258427-tashiskarisa-da-qvishkhethis-gazificireba-dasrulda.html

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved