ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ამუშავდა ახალი ჰესი

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა „შილდა ჰესი“გახსნეს.

„შილდა ჰესი“ ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 30 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა. კომპანიამ ყვარლის რაიონში, მდინარე ჩელთიზე „შილდა ჰესის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 5,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 

 ჰესი ქართული კომპანია „ენერგიას“ საკუთრებაა. სამშენებლო სამუშაოები ასევე, ქართულმა კომპანიამ „ფერი“ შეასრულა. „შილდა ჰესის“ მშენებლობაზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. მათი დიდი ნაწილი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც მუშაობს და ახორციელებს სადგურის ოპერირებას. 

ჰესი სოფელ შილდაში არსებულ ქვესადგურს უკავშირდება, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ განახორციელა. აშენდა 11 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზი, შეიცვალა ელექტრომოწყობილობები. პროექტის ღირებულებამ 350 ათასი ლარი შეადგინა. 

„შილდა ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved