ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საინიციატივო ჯგუფი "ხუდონი უნდა აშენდეს" პერმანენტული საინფორმაციო აქციების გამართვას გეგმავს

საინიციატივო ჯგუფი ხუდონჰესის თემაზე აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას გეგმავს.

ამის შესახებ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გამართულ პრესკონფერეციაზე ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხეილ კირცხალიამ განაცხადა.

არსებობს საზოგადოების ნაწილი, კონკრეტულად ამ შემთხვევაში სტუდენტები რომელთა გარკვეულ ჯგუფის შესაძლებელია არ ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია პროექტის მნიშვნელობის შესახებ. ამიტომ საინიციატივო ჯგუფს პირველ რიგში დაგეგმილი აქვს, აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია ხუდონჰესის თემაზე. – 1. ვაპირებთ, აქტიური საგანმანათლებლო კამპანიის გაგრძელებას სტუდენტებში, რათა საზოგადოების ამ ნაწილის მეტი და კვალიფიციური ინფორმირება მოვახდინოთ. 2. არ გამოვრიცხავთ შესაბამისი მოთხოვნით პერმანენტული საინფორმაციო აქციების გამართავს დევიზით "ხუდონი უნდა აშენდეს", - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფს ხელისუფლებასთან გარკვეული სახის მოთხოვნები და წინაპირობები აქვს.

1. პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილების მიზნით, სპეციალური პროგრამები შემუშავდეს. მოსახლეობის განსახლება იმავე რეგიონში, იმისთვის უნდა მოხდეს, რომ ისინი თავიანთ ფესვებს არ მოწყდნენ და შენარჩუნებულ იქნას მათი ტრადიციები.

2. ხუდონჰესის აშენების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს. 

3. მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სრულად იქნას გადახდილი შესაბამისი კომპენსაცია.

4. ხუდონჰესის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სვანეთის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ჩვენი აზრით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარანტორი სახელმწიფო უნდა გახდეს", - განაცხადა კვირცხალიამ.

მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც სტუდენტური მოძრაობა შეიქმნა, რომელიც ხუდონჰესის მშენებლობას უჭერს მხარს.

"უნდა გავათვითცნობიეროთ თუ რა ისტორიული პროცესის თანამონაწილენი ვართ. პირველად შევქმენით სტუდენტური მოძრაობა, რომელიც მხარს უჭერს ხუდონჰესის მშენებლობის იდეას. ჩვენი მესიჯი საზოგადოების მიმართ არის – "ხუდონი უნდა აშენდეს", - განაცხადა კვირცხალიამ და დასძინა, რომ მსგავსი აქტიობები აუცილებლად გაგრძელდება.

ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს მოძრაობა - "ხუდონჰესი უნდა აშენდეს" დაფუძნდა. სხდომას უნივერსიტეტის სტუდენტები, საინიციატივო ჯგუფის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ.


წყარო: http://www.pirweli.com.ge/?menuid=23&id=45223

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved