ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, სიმსივნის გამომწვევი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, სიმსივნის გამომწვევი მთავარი მიზეზი მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურებაა. უკვე საკმარისი მტკიცებულებები, იმის დასადასტურებლად რომ მავნე გამონაბოლქვები იწვევენ ფილტვის კიბოს.

ჰაერის დაბინძურების მიზეზები შეიძლება იყოს ავტომობილის გამონაბოლქვი. თბოელექტროსადგურები, წარმოების და სოფლის მეურნეობის მავნე ნარჩენები, ასევე სახლების გათბობა.

სიმსივნის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია (რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია) ჰაერის დაბინძურებას დღეს ისეთივე კკლასიფიკაციას აძლევს, როგორც სიგარეტის გამონაბოლქვს, ულტრაიისფერ გამოსხივებას და პლუტონიუმს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ჰაერის დაბინძურება იწვევდა ფილტვების და გულის დაავადებებს, თუმცა ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის დაბინძურება სიმსივნის წარმოშობის მიზეზიც არის.

სიმსივნის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით ჰაერის დაბინძურების გამო 223 000 ადამიანი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი.

აქედან, სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი ჩინეთზე და აღმოსავლეთ აზიაზე მოდის. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ დიდ ქალაქებში (მაგალთად პეკინი) ჰაერის მკვეთრი დაბინძურება გამოიწვია.

დოქტორ კურტ სტრაფის (სიმსივნის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია) თქმით, ეხლა უკვე მეცნიერებმა დანამდვილებით იციან, რომ ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს გამომწვევი ერთერთი მთავარი მიზეზია.

დოქტორ ჯული შარპის თქმით კი, მართალია ჰაერის დაბინძურება ზრდის კიბოთი დაავადების ალბათობას, მაგრამ უფრო რისკიანია მაგალითად თამბაქოს მოწევა.

მეცნიერების აზრით სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ზომების გატარება, რათა შეამცირონ კიბოს გამომწვევი ეკოლოგიური მიზეზები.

წყარო: http://www.bbc.co.uk/news/health-24564446 


 


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved