ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგო–პრო ჯორჯია ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიას აწარმოებს
სს ენერგო–პრო ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ ჰესებზე ეკოლოგიური ნორმები მაქსიმალურად დაცულია. ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ეკოსისტემების დაცვა კომპანიის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჟამად, სს ენერგო–პრო ჯორჯიას მფლობელობაშია 14 ჰიდრო და 1 გაზის ელექტროსადგური, რომლებზედაც გარემოსდაცვის კუთხით, კომპანიის ჰიდროენერგო დეპარტამენტის ეკოლოგის მიერ ხორციელდება სისტემატური კონტროლი. ყველა სადგურზე მაქსიმალურად დაცულია გარემოს დაცვის და ეკოლოგიური მოთხოვნები; მინიმუმამდე არის დაყვანილი გარემოს დაბინძურების შემთხვევები ქვესადგურებში, მუდმივად მიმდინარეობს სატრანსფორმატორო პუნქტებში ზეთის შესაძლო გაჟონვის პრევენციული სამუშაოები, გარდაბნის გაზის ტურბინულ ელექტროსადგურში სისტემატურად კონტროლდება ატმოსფერული ჰაერი და სხვა.

მაგალითად: გუმათ ჰესის კასკადზე შეიცვალა აგრეგატები, დამონტაჟდა წყლის გამწმენდი სეპარატორი და მოეწყო სადრენაჟო სისტემები. რაც შეეხება სხვა ჰესებს, ყველგან მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოსდაცვითი სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია ეკოსისტემების დაცვისთვის.

„ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები, გენერაციასა და დისტრიბუციაში, სრულიად აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქმედებებით მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და თავიდან ავიცილოთ გარემოზე ზემოქმედების ნეგატიური შედეგები ეკოლოგიური თვითმონიტორინგის განხორციელების გზით“, – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.

გარემოს დაცვის და უსაფრთხოების კუთხით კომპანიის პერსონალს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ელექტროსადგურების გამართულ მუშაობასთან მუდმივად უტარდებათ სწავლება და ტესტირება, რაც ხელს უწყობს კომპანიის ტექნიკური ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ. ამდენად, კომპანია ცდილობს გამოიყენოს არსებული განახლებადი ბუნებრივი რესურსები და აწარმოოს სუფთა ენერგია გარემოსთან ჰარმონიაში.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved