ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
რა არის სვისკოდი

SwissCOD, იგივე SCD, არის შვეიცარიის კაშხალთა კომიტეტი, რომელიც კერძო ასოციაციაა. ორგანიზაცია ოფიციალურად წარმოადგენს შვეიცარიას დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტში (ICOLD). კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტების წამოწყებასა, ჰიდროენერგეტიკის განვითარებას, მშენებლობას, მომარაგებას, ოპერირებასა და გარემოზე დაკვირვებას.

ორგანიზაციას გააჩნია 7 კაციანი სამეთვალყურეო საბჭო, ტექნიკური კომისია, სამუშაო ჯგუფები კაშხლებზე დაკვირვების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, სეისმური შეფასების, ჰიდროენერგეტიკული სქემებისა და მოტივტივე ნარჩენების განხრით. 

გარდა საპატიო და ინდივიდუალური წევრებისა, ორგანიზაციის წევრები არიან ელექტროკომპანიები, ადმინისტრაციული სკოლები, ასოციაციები და საინჟინრო კომპანიები. კომიტეტის ვებგვერდზე წარმოდგენილია შვეიცარიის კაშხლების ჩამონათვალი, აღწერილობა და ვიზუალიზირებული რუკა, რაც მეტად შთამბეჭდავ სურათს ქმნის.

ჩამონათვალში მოცემულია 160 კაშხლის სია რომელთა სიმაღლის დიაპაზონიც 15-დან 285 მეტრამდე. 160 კაშხლიდან ოცდახუთი 100 მეტრზე მაღალია, ხოლო ოთხი კი 200 მეტრზე მაღალი.

იხილეთ შვეიცარიის კაშხლების ელექტრონული რუკის ბმული

http://swissdams.ch/index.php?option=com_gmapfp&view=gmapfp&Itemid=741&lang=en

შვეიცარიის ტერიტორია 41,285 კვ. კილომეტრს მოიცავს რვა მილიონი მაცხოვრებლით, რომლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 632.4 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

აქვე გთავაზობთ სვისკოდის პრეზიდენტის მისასალმებელ სიტყვას, მისი თავმჯდომარედ არჩევის დღეს, რომელშიც საინტერესო ხედვაა გადმოცემული ჰიდროენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებით.
„ათასწლეულების მანძილზე, ელექტროენერგიის წარმოებამდეც დიდი ხნით ადრე, კაშხლები მთელს მსოფლიოში უმთავრესად წყალმომარაგებისთვის შენდებოდა.

დღეს ელექტროენერგიის წარმოების სხვადასხვა შესაძლებლობები არსებობს, თუმცა წყლის და მისი დინების რეგულაციის შესაბამისი საჭიროების დაკმაყოფილება მხოლოდ კაშხლების და მასთან ასოცირებული ჰიდროტექნიკური ნაგებობებით არის შესაძლებელი. მომავალში კაშხლები თავის ნიშანდობლივ წვლილს შეიტანენ მსოფლიოს სოციალურ განვითარებაში. 

მდინარეებზე ადამიანის ჩარევის სხვადასხვა შედეგი დღესდღეობით უკეთ არის ცნობილი, ვიდრე ეს წარსულში იყო. მიღებული ცოდნა უნდა დაგვეხმაროს დიზაინის, კონსტრუქციისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოქმედების დაბალანსებაში, რათა გათვალისწინებულ იქნას ყველა ინტერესი და უზრუნველვყოთ არსებული ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტური და მდგრადი გამოყენება.

შვეიცარიაში ჰიდროენერგიისადმი განახლებული ინტერესი შთამბეჭდავი ინვესტიციების ზრდის შედეგია, რომელიც საგრძნობია რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გასტანს. ინჟინრებისგან მნიშვნელოვან და გამორჩეულ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს არსებულ კაშხალთა გრძელვადიანი ექსპლუატაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომავლოდ კაშხლების პროექტთა ამაღლებასა და გაძლიერებაზე.

ბოლო წლების განმავლობაში SCD სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნება მისი წევრების განუხრელი ზრდის შედეგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია SCD-ის წევრი ახალგაზრდა ინჟინრების რაოდენობის მატება. 

შვეიცარიის კაშხლების საინჟინრო გარემოში ცოდნის დაგროვება და გაღრმავება საერთაშორისო დონეზე ურთიერთთანამშრომლობამ, კაშხლების მფლობელებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლამ, კონსულტანტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და ასევე ეროვნულმა სააგენტოებმა გახადა შესაძლებელი.

მომავალი სამი წლის ერთ- ერთი მიზანი იქნება კომუნიკაციის ხელშეწყობა და ინფორმაციის გაცვლა SCD -ის წევრებს შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვადასხვა სირთულეების მცოდნე მაღალი კვალიფიკაციის ინჟინრები საუკეთესო გარანტიაა იმისა რომ შევინარჩინოთ და გავაუმჯობესოთ შვეიცარიაში არსებული კაშხლების ხანგრძლივად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება ოპტიმალური პირობებით. 

ჩემთვის დიდი პატივია რომ მაქვს შესაძლებლობა გავხდე SCD-ის პრეზიდენტი მომავალი სამი წლის განმავლობაში. დიდი მადლობა ნდობისთვის და მხარდაჭერისთის რაც ამ მისიის შესრულებისას აღმომიჩინეთ. 

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved