ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ჰიდროენერგეტიკის განვითარების მეცნიერებათა მაგისტრის სტიპენდიის პროგრამა
ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით,  ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას. სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში. სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.

საქართველო და ნორვეგია - ორი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა
საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 80 პროცენტის დაკმაყოფილება  ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით ხდება. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს, რომელიც განსაკუთრებით  უკანასკნელ წლებში გააქტიურდა. ამ ეტაპზე საქართველოში დაგეგმვის ან მშენებლობის ეტაპზეა როგორც დიდი რეზერვუარის მქონე, ასევე პატარა ზომის ჰიდროელექტროსადგურები.
ნორვეგიას თავის მხრივ დიდი ისტორიული ტრადიცია აქვს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში. ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგია ნორვეგიის ელექტროსისტემის მომარაგების ძირითადი წყაროა. ნორვეგიაში ფუნქციონირებს 1660 ჰიდროელექტროსადგური, რაც შეადგენს 31 837-მგვტ-ს ან მთლიანი სიმძლავრის 96%-ს. 

ნორვეგიამ და NTNU–მ კომპეტენცია აიმაღლეს საერთაშორისო დონეზე ჰიდროელექტროსადგურების ეკოლოგიურად განვითარებისა და ექსპლუატაციის ფარგლებში. 

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) სამაგისტრო პროგრამების სწავლება სრულად ხორციელდება ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს   ორ აკადემიურ წელიწადს (4 სემესტრს) და შედგება 120 ECTS კრედიტისგან. პროგრამა ღია არის როგორც საერთაშორისო, ისე ნორვეგიელი სტუდენტებისთვის.
ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამას  მართავს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის დეპარტამენტი. სტუდენტები და მკვლევარები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, მომავალში შეძლებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერას ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით მოცემულ დარგებში: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერია; სტრუქტურული ინჟინერია; წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერია; ჰიდრავლიკური ინჟინერია.

პროგრამის კომპონენტები
სწავლების პირველი წელი მოიცავს ფუნდამენტური კურსების სერიას და  ფართო ჯგუფურ პროექტებს, სადაც სტუდენტები გამოიყენებენ წარსულში მიღებულ ცოდნას, ისევე როგორც სხვა კურსებიდან დაგროვილ გამოცდილებას ნორვეგიის მდინარეთა სისტემაში სხვადასხვა განვითარების ალტერნატიული მოდელების მიზანშეწონილობის შეისწავლის გზით. ეს გულისხმობს იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას ტექნიკის, გარემოსა და ეკონომიკის სინთეზის/გაერთიანების საშუალებით.
მეორე და დამამთავრებელი წელი შედგება საშემოდგომო, ოთხი  სავალდებულო და მოწინავე კურსებისგან, ხოლო სრული საგაზაფხულო სემესტრი  სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას ეთმობა.

მიღებული ცოდნის შედეგები:
ფართო საბაზისო ცოდნა მათემატიკაში, მეცნიერებაში, ტექნიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში;
ფართო საინჟინრო და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში;
მიღებული ცოდნა  არჩეულ სოციალურ მეცნიერებაში, ჰუმანიტარულ და სხვა არატექნიკურ დისციპლინებში, რომლებიც შესაბამისობაშია საინჟინრო პროფესიასთან;
ინჟინრის როლის გაგება ყოვლისმომცველ საზოგადოებრივ პერსპექტივაში, ეთიკურ მოთხოვნილებებში მიღებული ცოდნა და ასევე მდგრადი განვითარების ხაზგასმა;
კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი ინტერდისციპლინარულ ინჟინრულ პრობლემებსა და გადაჭრის საკითხებთან მიმართებაში;
შესაძლებლობების და შეზღუდვების გაცნობიერება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენების დროს, იურიდიული და საზოგადოებრივი ასპექტების გათვალისწინებით;
თანამშრომლებისთვის ლიდერობის და მოტივაციის ამაღლების უნარი. მათ შორის, საკუთარი პროფესიის საერთაშორისო პერსპექტივის და საერთაშორისო ორიენტაციისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება.

სამუშაო პერსპექტივები ჰიდროენერგეტიკის განვითარების მაგისტრის ხარისხით
ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ,  თქვენ მოგეცემათ საინტერესო პერსპექტივა საქართველოში ინჟინრის კარიერის გასავითარებლად. 
კონსულტაციების გაწევა საინჟინრო კომპანიებისთვის;
კონტრაქტორები;
წყლისა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლობები;
დეველოპერები;
ელექტროენერგეტიკული და კომუნალური კომპანიები

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (NTNU) 

NთNU  საერთაშორისო ორიენტირის მქონე უნივერსიტეტია, რომლის სათაო ოფისი  ნორვეგიის ცენტრში, ტრონჰეიმში მდებარეობს.
NTNU ნორვეგიის უდიდესი უნივერსიტეტია, 40 000-ზე მეტი  სტუდენტით. დაახლოებით 5000-მდე თანამშრომელი ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში, კვლევებსა და სხვადასხვა  აკადემიურ პოზიციებში, რომელთაგან 42 პროცენტზე მეტს  ქალები შეადგენენ, ხოლო 30 პროცენტზე მეტს  საერთაშორისო კადრები წარმოადგენენ. უნივერსიტეტს  მჭიდრო კავშირები აქვს SINTEF და  R&D ორგანიზაციებთან, სადაც 1800 ადამიანია დასაქმებული. 
NTNU-ს მთავარ პროფილურ მიმართულებას წარმოადგენს მეცნიერება და ტექნოლოგიები, მრავალფეროვანი პროფესიული სწავლება და დიდი აკადემიური მოცულობა, კერძოდ: ჰუმანიტარულ მეცნიერებები, სოციალურ მეცნიერებები, ეკონომიკა, მედიცინა, ჯანმრთელობის მეცნიერებები, საგანმანათლებლო მეცნიერებები, არქიტექტურა, მეწარმეობა, სამხატვრო დარგები და მხატვრული საქმიანობა. 

ქალაქი ტრონჰეიმი
ქალაქი ტრონჰეიმი ფართოდ არის ცნობილი სტუდენტებსა და აკადემიურ წრეებში, ის რეგულარულად იმსახურებს ნორვეგიაში საუკეთესო სტუდენტური ქალაქის სტატუსს.
ტრონჰეიმს აქვს როგორც მაღალგანვითარებული ურბანული ინფრასტრუქტურა, ასევე მრავალი ტურისტული ღირშესანიშნაობა. ზაფხულობით თქვენ შეძლებთ, ითევზაოთ ორაგულზე, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში. ასევე  ქალაქთან შორიახლოს არის შესანიშნავი სათხილამურო და  საფეხმავლო ბილიკები, სადაც შესაძლებელია, მოხვდეთ ტრამვაის საშუალებით, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს.

სტიპენდიები
სტიპენდიები დაფარავს:
ნორვეგიაში ცხოვრების ხარჯების დასაფარად დაწესებულ მინიმალურ აუცილებელ ხარჯს. მოცემული თანხა დადგენილია ნორვეგიის საემიგრაციო ორგანოების მიერ და ექვემდებარება ყოველწლიურ კორექტირებას.  სტიპენდიის ოდენობა შესაბამისად დარეგულირდება;
მგზავრობის ორმხრივ ხარჯებს ნორვეგიაში; 
ნორვეგიის ვიზაზე და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის საფასურის ანაზღაურებას;
სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება პერსონალური, ლეპტოპის ტიპის კომპიუტერი;
სემესტრულ გადასახადს სტუდენტურ ორგანიზაციაში ჩასარიცხად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა გქონდეთ:
1. მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო, ჰიდრავლიკურ ან წყლის რესურსების ინჟინერიაში ან ექვივალენტი. ხარისხი უნდა იყოს მოპოვებული სემესტრის დაწყებამდე NTNU– ში აგვისტოს თვეში;
2. მინიმუმ 30 Eჩთშ მათემატიკაში/სტატისტიკაში საბაკალავრო ნიშნების ფურცელში, სტატისტიკის მინიმუმ ერთი კურსის ჩათვლით;
3. მაღალი დონის  აკადემიური მოსწრება: პროგრამაში მოხვედრის  მინიმალური ზღვარია C ან უფრო მაღალი ხარისხის ECTS.  NTNU აკონვერტირებს GPA-ს  სხვა ქვეყნებიდან და უსადაგებს საკუთარ სისტემას, ამ შეფასების საფუძველზე სტუდენტები შესაბამისად, განლაგდებიან სარეიტინგო სიაში. NTNU–ს არ აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს სტუდენტის საშუალო ქულა ოფიციალური განაცხადისა და დოკუმენტაციის  მიღებამდე, შესაბამისად აღნიშნული არ ითვლება სავალდებულოდ;
4. ინგლისური ენის დონე (იხილეთ ქვემოთ).

ინგლისური ენის ცოდნა

სტუდენტები, რომლებიც NTNU–ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადს შეავსებენ, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილი ინგლისური ენის მინიმუმ ერთ მოთხოვნას მაინც.
NTNU–ში განაცხადის წარმოდგენის მომენტიდან, ინგლისურენოვანი ტესტირებიდან  გასული უნდა იყოს, არაუმეტეს ორი წლისა. ეს გულისხმობს, რომ განაცხადის წარმოდგენის თარიღისთვის, ორ წელზე ადრე ჩაბარებული ტესტები არ განიხილება. გამონაკლისს წარმოადგენს კემბრიჯის ტესტები: CAE, First Certificate or Certificate of Proficiency., მოცემული სერტიფიკატებისთვის, ზემოხსენებული ვადა არ მოქმედებს.
განაცხადის მისაღებად ქვემოთმოყვანილ ჩამონათვალში უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი რეკვიზიტი მაინც:
TOEFL (Test of English as a Foreign Language):
მინიმუმ 90 ქულა ინტერნეტ ტესტში.  
მინიმუმ 600 ქულა წერით (ფურცელზე) ტესტში.
IELTS (International English Language Testing Service) 
აკადემიური ტესტი, რომლის მინიმალური ჯამური ქულა არის 6.5
University of Cambridge tests, მინიმუმ ერთი: 
პირველი სერთიფიკატი ინგლისურში-სერტიფიკატი მოწინავე ინგლისურში-სერტიფიკატი პროფესიონალურ ინგლისურში
First Certificate in English - Certificate in Advanced English - Certificate of Proficiency in English
Pearson’s Academic English test (PTE): აკადემიური მაჩვენებელი მინიმუმ 62 ქულით. 

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადასამოწმებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რომელიმე საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აპლიკაცია უნდა იქნას წარმოდგენილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 1 დეკემბრამდე, პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე აგვისტოში.
მას შემდეგ, რაც სტიპენდიაზე განაცხადი დამტკიცდება NTNU–ს მიერ, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს  NVE–ს.

საკონტაქტო პირები:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ომარ წერეთელი, ნიკოლოზ  ლეკიაშვილი, მარიამ ალელიშვილი: omarmemo1991@gmail.com, nlekiashvili3@gmail.com, malelishvili@moesd.gov.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: პაატა ცინცაძე, p.tsintsadze@gtu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: მურმან მარგველაშვილი,  murman.margvelashvili@iliauni.edu.ge 
ნორვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში: დავით მაღრაძე, David.Magradze@mfa.no
ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი: ქალბატონი ქირსთენ ვინჰერ ვესთგაარდი (Kirsten Winther Westgaard), kwe@nve.no
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: სტუდენტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის განყოფილება: admissions@st.ntnu.no

თუ გსურთ, მიიღოთ მოწვევა საინფორმაციო ციფრულ შეხვედრაზე, გთხოვთ, აცნობოთ Arne Søiland-ს (NVE), შემდეგ მისამართზე: arso@nve.no, (თარიღი არ არის გადაწყვეტილი).


Scholarship Program for Master of Science in hydropower development

 

Norwegian Water Resources and Energy Directorate, through the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, offers four scholarships to Georgians who want to study Hydropower development at the master’s level at Norwegian University of Science and Technology (NTNU) in Trondheim/Norway. Scholarships are tenable for the two-year master programme starting in 2022.

 

Georgia and Norway – two hydropower countries

About 80 percent of Georgia’s electricity demand is covered by local hydropower plants. The construction of hydro power plants in Georgia has a long tradition, which has been reactivated in recent years. Both large power plants with reservoirs and small hydropower plants are under construction or being planned.

Norway has a long tradition in developing hydropower. Hydropower is the mainstay of the Norwegian electricity system. Norway has 1660 hydropower plants, which accounts for 31 837 MW or 96 % of total installed capacity. Norway and NTNU has developed competence at the highest international level within environmentally friendly development and operation of hydropower plants. 

 

International master’s degree programme in Hydropower Development

NTNU’s International master's degrees are programmes taught entirely in English. The master’s degree programme in hydropower extends over two academic years (4 semesters) and constitutes a course load of 120 ECTS credits. The programme is open to both international and Norwegian students.

The programme in hydropower development is run by The Department of Civil and Environmental Engineering. Students and researchers graduating from the department’s programs provide both the public and private sectors with expertise and skills in the areas of civil and transportation engineering, structural engineering, water and wastewater engineering, and hydraulic engineering.

 

 

Programme components

The first year consists of a series of foundational courses and a larger group project where the students apply knowledge from the other courses by conducting a pre-feasibility study of the development alternatives in a Norwegian river system. This involves learning how to combine techniques, environment, and economy to secure success.

Second year and final year consists of four compulsory advanced courses in the autumn, while the entire spring semester is dedicated to the master's thesis. 

 

Learning outcome

·        Broad basic knowledge in Mathematics, Science, Technology and Computer Science

·        Broad engineering- and research-based knowledge in Hydropower Development,

·        Insight in selected social science, humanistic, and other non-technical disciplines of relevance to the exercise of the engineering profession,

·        Understand the role of engineer in a comprehensive societal perspective, have insight in ethical requirements and consideration of sustainable development

·        Ability to disseminate, communicate and cooperate inter-disciplinary on engineering problems and solutions

·        Understand possibilities and limitations when using information and communication technology, including juridical and societal aspects

·        Ability to lead and motivate co-workers, including having an international perspective on his/her profession, and develop ability to international orientation and collaboration

 

Job prospects with a master’s degree in Hydropower Development

With a master’s degree in Hydropower Development, you will have interesting engineering career prospects in Georgia:

·        consulting engineering companies

·        contractors

·        water and energy authorities

·        developers

·        power and utilities companies

 

Norwegian University of Science and Technology (NTNU)

NTNU is a university with an international focus, with headquarter in Trondheim in Central Norway.

NTNU is the largest university in Norway, with more than 40 000 students. About 5000 employees work with teaching, research and dissemination (academic positions), off which more than 42 per cent are women and more than 30 per cent are international. NTNU has close cooperation with SINTEF, an R&D organization with 1800 employees.

NTNU has a main profile in science and technology, a variety of programmes of professional study, and great academic breadth that also includes the humanities, social sciences, economics, medicine, health sciences, educational science, architecture, entrepreneurship, art disciplines and artistic activities.

 

The city of Trondheim

Trondheim is well known as a top location for students and academics, and the city is regularly rated as the best student town in Norway.

Trondheim has the perfect mix of urban life and scenic surroundings. In the summer months you can fish for salmon in the river, right in the middle of town. Great hiking and ski trails are just a short tram-ride away.  

 

The scholarships


The scholarships will cover:

 

·        The set minimum required amount for covering the cost of living in Norway, this amount is set by the Norwegian immigration authorities and is subject to yearly adjustments. The scholarship will be adjusted accordingly.

·        Cost of travel to and from Norway. 

·        Cost of the fees for applying for a Norwegian visa and residence permit. 

·        A personal laptop computer available to you during the extent of the scholarship period. 

·        The semester fee to the student welfare organization. 

 

Qualifications

To qualify for admission to the MSc programme in Hydropower Development, you must have: 

1.     A Bachelor of Science degree in civil, hydraulic or water resources engineering or equivalent. The degree must have been completed by the start of the semester at NTNU in August

2.     At least 30 ECTS in mathematics/statistics in the Bachelor's degree, including at least one course in statistics

3.     Excellent academic performance: A minimum requirement for admission to all programmes is the grade C or better on the ECTS scale. NTNU converts GPAs for education from other countries than Norway, and applicants are ranked based on this assessment. NTNU does not have the capacity to assess your grade average before you apply, and requests to do so will not be obliged. 

4.     English proficiency (see below)

 

English proficiency

Students applying to an international master's programme at NTNU must fulfil and be able to document, at least one of the English language requirements listed below to be eligible for admission. 

English tests must be no more than two years old at the time of applying to NTNU. This means that tests taken more than two years from the application date will not be accepted. The exception is the Cambridge test (CAE, First Certificate or Certificate of Proficiency), for which there is no expiration date.

To be eligible to apply you will need to have at least one of the requisites in the list below:

·        TOEFL (Test of English as a Foreign Language):
Minimum score of 90 points on the internet based test
Minimum score of 600 points on the paper based test

·        IELTS (International English Language Testing Service) 
Academic test with a minimum overall band score of 6.5

·        University of Cambridge tests, at least one:
First Certificate in English - Certificate in Advanced English - Certificate of Proficiency in English

·        Pearsons Academic English test (PTE): The academic version with a minimum score of 62


How to apply?

Please contact one of the contact persons at Georgian Technical University or Ilia State University for more information and a pre-vetting of your qualifications.  

Application shall be submitted to NTNU by 1th December the year before the start of the programme in August.

Application for the scholarships shall be submitted to NVE after you have been admitted to the programme by NTNU.

Contact persons

Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia: Omar Tsereteli, Nikoloz Lekiashvili, Mariam Alelishvili: omarmemo1991@gmail.com, nlekiashvili3@gmail.com, malelishvili@moesd.gov.ge

Georgian Technical University: Paata Tsintsadze, p.tsintsadze@gtu.ge

Ilia State University: Murman Margvelashvili, murman.margvelashvili@iliauni.edu.ge

Royal Norwegian Embassy Tbilisi: David Magradze, David.Magradze@mfa.no

Norwegian Water Resources and Energy Directorate: Kirsten Winther Westgaard, kwe@nve.no

Norwegian University of Science and Technology: Admissions for master's degree students: admissions@st.ntnu.no

 

Please notify Arne Søiland (NVE) at arso@nve.no if you want to receive invitation to a digital information meeting (date not decided).

 

 

 




მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved