ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
IHA ევროპაში ახალი ჰესების მშენებლობის შესაჩერებლად გამოქვეყნებულ მანიფესტს პასუხობს.
IHA - ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაცია ევროპაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესაჩერებლად გამოქვეყნებულ მანიფესტს პასუხობს.

"ნებისმიერ ინფრასტრუქტურული პროექტი, მისი ზომისა და მასშტაბის მიუხედავად, უნდა განვითარდეს და მუშაობდეს მდგრად რეჟიმში, რათა თავიდან იქნეს აცილებული უარყოფითი ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე. ნებისმიერი სიმძლავრის სწორად დაგეგმილმა ჰიდროენერგეტიკულმა პროექტმა შეიძლება მოიტანოს დიდი სარგებელი როგორც ენერგეტიკული, ისე წყლის სისტემებისთვის - მართვადი ზემოქმედებით ბიომრავალფეროვნებაზე და თევზების მიგრაციაზე. 

დღეს მდგრადი განვითარების სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუმენტები, როგორიცაა "ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარების ინსტრუმენტები", ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების შემუშავებას საერთაშორისოდ მიღებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. 

კლიმატის ცვლილება საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე. ჰიდროენერგეტიკა არის განახლებადი ელექტროენერგიის უდიდესი წყარო მსოფლიოში და ის გადამწყვეტ როლს შეასრულებს პარიზის შეთანხმების მიზნის მიღწევაში, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსზე დაბალი იყოს. 

ევროპაში ჰიდროენერგეტიკაზე პირდაპირი მორატორიუმი შეუსაბამო იქნება და გამოიწვევს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერებას, რომლებიც სასწრაფოდ აუცილებელია სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასასვლელად."


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved