ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კორონავირუსის გამო ინდონეზიაში 510 მგვტ-ის სიმძლავრის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
ინდონეზიაში, სუმატრას პროვინციაში 510 მგვტ-ის სიმძლავრის Batang Тоru-ს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დროებით დაიხურა, რადგანაც კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვების გამო ჩინეთიდან მუშები ვერ ახერხებდნენ ჩასვლას. ჩინელი მუშები ძირითადად გვირაბის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებდნენ. 

Batang Тоru-ს ჰესი არის მდინარის მოდინებაზე მომუშავე სადგური, რომლის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. 

ელექტროსადგურზე დამონტაჟდება ოთხი - 127,5 მგვტ-იანი ჰიდროაგრეგატები, რომლებიც წლიურად 2,214 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას შეძლებენ. 

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1,45 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved