ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურები არის შვეიცარიის ენერგეტიკის მომავალი
შვეიცარიაში ჰიდრორესურსების გამოსაყენებლად იდეალური პირობებია. შვეიცარიაში 650 ჰიდროელექტროსადგური ფუნქციონირებს. წელიწადში, შვეიცარიის ჰესები საშუალოდ 36,327 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ (საქართველოს ჰესების გამომუშავებაზე დაახლოებით 4-ჯერ მეტს). აქედან 50%-მდე ელექტროენერგიას  მარეგულირებელი (კაშხლიანი) ჰიდროსადგურები აწარმოებენ, დანარჩენს კი - მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დერივაციული ტიპის ჰესები და ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურები.

ჰიდროელექტროენერგიის დაახლოებით 63% იწარმოება ისეთ მთიან კანტონებში როგორებიცაა ურის, გრისონსის და ვალეს კანტონი, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიისა გენერირდება აარგაუს და ბერნის კანტონში.

ამ ეტაპზე, შვეიცარიაში ელექტროენერგიის წარმოების თითქმის 56% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. შესაბამისად, ჰიდროენერგია არის შვეიცარიის განახლებადი ენერგიის მთავარი წყარო.

ელექტროენერგიის გამომუშავებაში ჰიდროენერგიის წილის ალბათ გაიზრდება, განსაკუთრებით 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ. შვეიცარიელი მოსახლეობის უმრავლესობამ ატომური სადგურების თანდათანობით ჩანაცვლებას და ჰიდროელექტროსადგურებზე და სხვა განახლებად ენერგიებზე დამოკიდებულების გაზრდას დაუჭირა მხარი. 


ბაჩანა ფიფია, ენერგეტიკოსი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved