ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
წყალსაცავიანი ჰესები - სარეზერვო სიმძლავრეები მზისა და ქარის ენერგიებისთვის
მსოფლიოში ელექტროენერგიის გამომუშავების მრავალი განახლებადი წყარო არსებობს, მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ჰიდროელექტროსადგურები, მზისა და ქარის ელექტროსადგურები სარგებლობენ.

მსოფლიოში არსებული მდგომარეობა
ბოლო პერიოდში, მზისა და ქარის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია. მათ მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
 მზისა და ქარის ელექტროენერგიის უდიდესი მწაროებელი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ,გერმანია,  იტალია, ინდოეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვ.

ამ ტიპის ელექტროსადგურებით ელექტროენერგიის გამომუშავება დამოკიდებულია გარემოს ფაქტორებზე (მზე, ქარი). შესაბამისად, მათ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებას აქვს ძალიან გაბნეული მახასიათებელი, გარდა ამისა ამ ტიპისსადგურებით ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჰიდროელქტროსადგურებს.მაგ.,ქარი ხან ქრის - ხან არა - ეს ცვალებადობა კი უარყოფითად აისახება სისტემის გამართულ/საიმედო მუშაობაზე. აღნიშნული ცვალებადობის დასარეგულირებლად და სისტემის ავარიების გარეშე მუშაობისათვისაუცილებელიადამატებითი სარეზერვო სიმძლავრეების არსებობა. 

ჰესები, როგორც სარეზერვო სიმძლავრები
როგორც ზემოთ აღინიშნა, მზისა და ქარის ელექტროსადგურების, როგორც არასტაბილური ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სარეზერვო სიმძლავრეები, რომელთაგან ყველაზე ოპტიმალურია წყალსაცავიანი ჰესები. წყალსაცავიანი, მარეგულირებელი ტიპის ჰესების უპირატესობა ყველა სხვა ენერგიის წყაროებისაგან განსხვავებითმდგომარეობს მათი მაღალი მანევრირების უნარში. მათ შეუზღუდავად შეუძლიათ სიმძლავრის ცვლილება (0-დან 100%-მდე) დროის უმოკლეს მონაკვეთში, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა ტიპის ელექტროსადგურებით. 

მზისა და ქარის ენერგიის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნების გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ისინი ამ მერყევი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას სწორედ წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით ახერხებენ. ამის ნათელი მაგალითია გერმანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მზისა და ქარის ენერგეტიკის სექტორში. გერმანიის ახლო მდებარეობაისეთ დიდ ჰიდროელექტროგენერაციის მქონე ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩრდილოეთით ნორვეგია და შვედეთი, ხოლო სამხრეთით კი - შვეიცარია და ავსტრია, მის ენერგეტიკულ სისტემას ბალანსისა და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს, რითაც იგი ხელს უწყობს მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას.

საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების მთავარი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია, თუმცა ქვეყანა სხვა განახლებადი წყაროების ათვისებასაც გეგმავს. მსოფლიო გამოცდილების მსგავსად, საქართველოშიც აქტუალურია არასტაბილური ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ქსელში ჩართვის საკითხი. შესაბამისად, მიმდინარე და დაგეგმილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დიდ დახმარებას გაუწევს ასაშენებელ მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებს.

ერთ-ერთი მსგავსი, მარეგულირებელი ტიპის ნენსკრა ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს სვანეთის რეგიონში, რომლის სიმძლავრე 280 მგვტ იქნება. ჰესს აშენებს კორეული კომპანია K-Water, რომელსაც ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში ნენსკრა ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას მოქნილობის შესაძლებლობას მისცემს. მისი დახმარებით გამარტივდება ქვეყანაში დაგეგმილი არასტაბილური ენერგიის წყაროების- მზისა და ქარის ელექტროსადგურების  ქსელში ჩართვა.


ბაჩანა ფიფია, ენერგეტიკოსი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved