ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მზე და ქარი ჩაანაცვლებს ქვანახშირს?
მეცნიერთა აზრით, უახლოეს მომავალში განახლებადი ენერგია საბოლოოდ ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს. უახლესი მონაცემებით, ვროპაში განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურებმა “უკან მოიტოვეს” ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები.
აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება უკანასკნელი მონაცემებით, რომლის მიხედვითაც მზისა და ქარის ენერგიის გენერაციამ 679 ტერავატ.სთ შეადგინა. თავის მხრივ, გასულ წელს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებმა 10 ტერავატ.სთ-ით ნაკლები გამოიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად მზის ენერგიის გამოყენება საკმაოდ ძვირი იყო, მაგრამ ენერგოტექნოლოგიების დახვეწის შედეგად, ბოლო პერიოდში მზის ელექტროგენერაციის ღირებულება საკმაოდ შემცირდა და თუ შევხედავთ ტრენდს, ფასები კლების მიმართულებით მიდის.

დღესდღეობით მზის ელექტროსადგურები საკმაოდ წარმატებით უწევენ კონკურენციას ქვანახშირის სადგურებს და ამას ადასტურებს გერმანული და ამერიკული ელექტროსადგურების გამოცდილება. უფრო მეტიც, სპეციალისტების აზრით, 2021 წლისთვის ჩინეთისა და ინდოეთის ენერგეტიკული ბაზრები სერიოზულად განიხილავენ “ეკოლოგიურ” სადგურებზე გადასვლას, რის შედეგადაც მათ აქვთ შანსი გახდნენ “მწვანე ენერგიის” ბაზრის უდიდესი მოთამაშეები.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა ნახშირის ჩანაცვლება უფრო ადრეც მოხდეს, ვიდრე ამას ყველა ვარაუდობდა. ქარი და მზე, რომელიც ამჟამად ელექტროენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილს აწარმოებს, 2040 წლისთვის ამ ენერგიების წილის ზრდა ელექტროგენერაციაში 34%-მდე არის ნავარაუდევი.


ბაჩანა ფიფია
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved