ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ილია ელოშვილი კონფერენციაში ,,Oil & Gas Turkmenistan 2017”-ში მონაწილეობს
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი თურქმენეთის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაკსატ ბაბაევმა გახსნა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგულ ბერდი მუჰამედოვის სპეციალური მიმართვა წაიკითხა.

კონფერენციაზე განიხილება რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი, ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი და რეგიონის ქვეყნების უმაღლესი დონის დელეგაციები. საქართველოდან კონფერენციას ესწრებიან საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილი.

„დღეს, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება, ფაქტია რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე წვდომაში მიმწოდებლებს შორის კონკურენციაა. საქართველო საიმედო სატრანზიტო ქვეყანაა და ამ პოტენციალის სრულმასშტაბიანი განვითარება სურს. აღნიშნული მიზნით დაგეგმილი ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტები, განსაკუთრებით კი "თეთრი ნაკადი", მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თურქმენეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და მასთან დამაკავშირებელ ტრანს-კასპიური ინფრასტრუტურის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველო გამოხატავს პოლიტიკურ მხარდაჭერას "ტრანს-კასპიური მილსადენის" განხორციელების მიმართ და აქტიურად მონაწილეობს "აშხაბადის დეკლარაციის" ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ენერგეტიკის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კონფერენციის დელეგატებთან. საერთაშორისო კონფერენცია ,,Oil & Gas Turkmenistan 2017” ორ დღიანია და 3 ნოემბერს სრულდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved