ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ,,აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ” (Azeri-Chirag-Deepwater Gunashli Production Sharing Agreement) შეთანხმების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. 
ილია ელოშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა.

„პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, როგორც ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, მე ხაზს გავუსვამდი განხორციელებულ წარმატებულ სატრანზიტო პროექტებს - „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ და „ბაქო-თბილისი სუფსის“ მილსადენები, რომლებიც ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას. აღნიშნული პროექტების  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ნდობისა და პარტნიორობის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება „აზერის“, „ჩირაღისა“ და „გუნეშლის“ საბადოებიდან „ხმელთაშუა ზღვისკენ“ „ბაქო-თბილისი -ჯეიჰანისა“ და საქართველოში სუფსამდე „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ამ საბადოებთან დაკავშირებული ნებისმიერი  პროგრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე„ - განაცხადა ღონისძიებაზე ილია ელოშვილმა.

შეთანხმება აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა და "საუკუნის კონტრაქტის“ სახელი ეწოდა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა და დოქტრინის დასაწყისს.

პროექტის მონაწილეები არიან ბრიტანული კომპანია BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR, ამერიკული კომპანია Chevron, ExxonMobil, Devon Energy და Amerada Hess, იაპონური Inрex Corр  და ITOCHU Oil, ნორვეგიული Statoil და  თურქული TPAO.

სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი - ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის  შეთანხმებას ხელი მოეწერა 1996 წელს და  იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნების მეტად ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძვლის შესაქმნელად. შეთანხმება დაეხმარა საქართველოს დაბრუნებულიყო მსოფლიო რუკაზე, როგორც ისტორიულად სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანა, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგო დერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენს, ის  ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. საქართველოში მილსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.  მილსადენი "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved