ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ხათუნა გოგალაძე: "ხუდონჰესის პროექტზე 100-მდე შენიშვნა გავეცით"
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განაცხადა.

"ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტმა ჩვენთან წინასწარი განხილვის ეტაპი გაიარა და სამინისტროს მხრიდან მიწოდებულია 100-მდე შენიშვნა. აქედან 80 არის ძირეული, რომელიც ითვალისწინებს, სხვადასხვა მიმართულებით კვლევების შედეგების წარმოდგენას. თუ არ არის ეს კვლევები, მათ ჩატარებას. თითოეულ პროექტს, მათ შორის ხუდონსაც, დიდი სერიოზულობით განვიხილავთ. ვითხოვთ ყველა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. გადაწვეტილების მიმღები ეტაპი იქნება შემდეგ, როდესაც გაითვალისწინებენ ამ შენიშვნებს. დადებითი, თუ უარყოფითი დასკვნები ჩვენი მხრიდან ექსპერტიზის ეტაპის გავლის შემდეგ გაიცემა. როდის შემოიტანენ ამ დოკუმენტს ექსპერტიზაზე, როდის მოხერხდება ყველა იმ შენიშვნის გათვალისწინება, რაც ჩვენი მხრიდან იყო მიწოდებული, ეს მათი გადასაწვეტია," _ აღნიშნა გოგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთი წლის მუშაობის ანგარიშს მოუსმინეს.


წყარო: http://gurianews.com/home/2010-11-26-08-10-05/13268---q--100---q.html#.UkmFOuWArCc.facebook

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved