ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
VIIB სალიცენზიო ბლოკზე ახალი საინვესტიციო პროგრამა იწყება
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, “Vectra Petroleum Limited”-სა და “NauticAwt Energy PTE LTD“-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ.

შეთანხმების მიხედვით “Vectra Petroleum Limited” და “NauticAwt Energy PTE LTD” გურიის და აჭარის რაიონებში ერთობლივად განახორციელებენ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას.

დამტკიცებული გეგმის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში  30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამის განხორციელებისას დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული მოპოვების გაზრდა და ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.

„ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედი“ 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახით „ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედ“-მა 5 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორცილებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.

“Vectra Petroleum Limited” ჰონგ-კონგში რეგისტრირებულია კომპანიაა, იგი ოპერირებს ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში. “NauticAwt Energy PTE LTD“  დაფუძნებულია სინგაპურში 2011 წელს. კომპანია მიეკუთვნება “NauticAWT Energy Solutions” ჯგუფს, რომლიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური აქტივების მქონე კომპანიას და აქტიურადაა ჩართული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მონაწილეთათვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენაში.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved