ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ქალაქ ონში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა პარმენ მარგველაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ონში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. 

ქალაქ ონის გაზიფიცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს ონში მცხოვრები 1 855 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. 

ქალაქ ონის სრული გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში აშენდა 38562 მ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. სამუშაოები საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტის ღირებულებამ 2 მლნ 900 ათასი ლარი შეადგინა.
ქალაქ ონის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შპს „საქარათველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის #153-ე განკარგულების საფუძველზე განახორციელა. 

გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved