ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ქვესადგური „მარნეული-500“ის მშენებლობა დასრულდა
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურ „მარნეული 500“-ის მშენებლობა, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია. პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. 

„მარნეული 500“-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS განახორციელა. ქვესადგური "მარნეული 500"-ის აშენებით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, 220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ხორგა“, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500 კილოვოლტიან ქვესადგურს „ქსანი“ და 220 კილოვოლტიან ქვესადგურში „მენჯი“ შეიცვალა ძალოვანი ტრანსფორმატორი;

 „მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მშენებლობა 2015 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო.

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდა, ფოთის ინდუსტრიული ზონისათვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტი მიწოდება, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა და ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის და მეზობელ ქყვეყნებთან რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved