ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„საგურამოჰესის“ მშენებლობა დასრულდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, „საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების ოფიციალურ  ცერემონიალს დაესწრნენ.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ენერგოპროექტების განვითარებას ქვეყანაში. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს დამატებითი გენერაციის ობიექტების შექმნასა და მცირე ბიზნესის განვითარებას.  „საგურამო ჰესი“ ამის მაგალითია. ეს არის პროექტი, რომელის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო და დღეს უკვე დამატებით ელექტროენერგიას აწვდის ჩვენს სისტემას.  ბოლო ოთხი წლის  განმავლობაში  ჩვენი სექტორი მოწინავე ადგილს იკავებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. ამ პერიოდში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 689 მლნ ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ამასთან ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 425 მგვტ დადგმული სიმძლავრის 17 სადგური.“ -  განაცხადა ილია ელოშვილმა.

„საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის  დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ-ია,  წლიური გამომუშავება კი 32 მლნ კვტსთ. მასში კომპანიამ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„საგურამოჰესის“  მშენებლობა  2015 წლის  ბოლოს დაიწყო და  მაშინ, მშენებლბის დაწყებისა და კაფსულის ჩადების ოფიციალურ ცერემონიას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე  ესწრებოდა. 

ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინა, გენერატორი და  დამხმარე მოწყობილობები  ავსტრიულმა კომპანიამ ANDRITZ HYDRO SAS დამზადა.

ჰესი მთელი წლის განმავლობაში  თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს,  რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი.

მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved